საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 12 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა საერთო
კრება. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 43 “პროფკავშირების კულტურის სახლი”
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
დღის წესრიგი
10:00-12:00 წევრთა რეგისტრაცია;
12:00-12:15 კრების გახსნა;
12:15-12:30 ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა
12:30-13:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანგარიში აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
13:00 -13:20 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ანგარიში 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი.
13:20-13:40 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს და სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.
13:40-14:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიში 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლიანა მასიკაშვილი
14:00-15:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება;
15:00-16:00 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ადვოკატის მანტიის შემოღების შესახებ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;
16:00-18-00 საქართველოს კანონის “ადვოკატთა შესახებ” 31 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩენილი ვადით სარევიზიო კომისის ერთი წევრის არჩევა;
18:00 კრების დახურვა